რას გთავაზობთ
USA2GEORGIA იურიდიული პირებისთვის გთავაზობთ: საშუალო და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორირებას სხვადასხვა ქვეყნებიდან.
შესაძლებელია პროდუქციის ტრანსპორტირება პირდაპირ მომწოდებლების მისამართებიდან (ქარხნები, საწყობები ....) და მათი გადმოგზავნა საქართველოში.
ჩვენ შეგვიძლია გადაგიჭრათ რთული ლოჯისტიკური ამოცანები, შემოგთავაზოთ დაბალი ფასი და სერვისის შესრულების მყარი გარანტია.
როგორ მუშაობს?
ამერიკა - რეგისტრაციის შემდეგ, თქვენ გექნებათ საფოსტო მისამართი ამერიკაში. რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს მომწოდებლებთან. მაგალითისთვის, მისამართი გამოიყურება შემდეგნაირად:TQVENI KOMPANIIS DASAXELEBA
2440 Enterprise Drive, Suite B******(თქვენი ინდივიდუალური ოთახის B ნომრით)
Mendota Heights, MN 55120, USA
სხვა ქვეყნები - ჩვენ შეგვიძლია ტვირთის ტრანსპორტირება მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან. ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია როგორც ქვეყანაზე, ასევე შიდა ტრანსპორტირების სირთულეზე. ღირებულების დასათვლელად გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა
სერვისის ღირებულების დათვლა შესაძლოა გაგრძელდეს 2–5 დღე, ქვეყნების მიხედვით, თუმცა ძირითადად ფასის დადგენა ხდება 2 დღეში.
ჩვენი სერვისი
- უფასო მისამართი ამერიკაში
- მისამართიდან ტვირთის აღება და გადმოგზავნა (ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი მისამართიდან).
- ტვირთების მართვის პანელი;
- შეტყობინება ფოსტით ტვირთის მიღების, გამოგზავნის და ტრანსპორტირების ყველა ეტაპზე.
- ტვირთის კონსოლიდაცია, დაზღვევა, განბაჟება, ადგილზე მიტანა.
- ტექ. დახმარება და კონსულტანტი, დაგეხმარებათ პროდუქციის მოძიებაში.
ფასები
ტრანსპორტირების ღირებულება დამოკიდებულია ტვირთის ადგილმდებარეობაზე, მის რეალურ და მოცულობით წონაზე, ასევე ტვირთის მომზადების და მოწოდების პირობებზე. იმისათვის რომ ზუსტად დავადგინოთ ღირებულება, გთხოვთ შეავსოთ მოცემული ფორმა
საჭიროების შემთხვევაში, ჩვენი წარმომადგენლები დაუკავშირდებიან თქვენს მომწოდებლებს და გაარკვევენ ყველა დამატებით საკითხს.

ელ-ფოსტა:
პაროლი:
